Dig a Pony
„Dig a Pony“ | ||||
---|---|---|---|---|
სიმღერა — The Beatles | ||||
ალბომიდან Let It Be | ||||
ენა | ინგლისური | |||
გამოსვლის თარიღი | 8 მაისი, 1970 | |||
ჩაიწერა | 30 იანვარი, 1969, ეპლის სტუდია | |||
ჟანრი | როკ მუსიკა | |||
ხანგრძლივობა | 3:52 | |||
ხმისჩამწერი ლეიბლი | Apple, EMI | |||
ავტორ(ებ)ი | ჯონ ლენონი, პოლ მაკ-კარტნი | |||
პროდიუსერი | ფილ სპექტორი | |||
Let It Be – სიმღერები | ||||
|
Dig a Pony — ინგლისური როკ-ჯგუფ The Beatles-ის სიმღერა, შეტანილი ალბომში Let It Be.
კომპოზიცია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სიმღერის ავტორი იყო ჯონ ლენონი, მაგრამ ალბომის კონვერტზე მის ავტორებად მითითებულები არიან ლენონი/მაკ-კარტნი. თავდაპირველად სიმღერას ერქვა „All I Want Is You“. მოგვიანებით ჯონი თვლიდა, რომ ეს სიმღერა ’’ნამდვილი ნაგავია’’.[1] თუმცა, მსგავსი დამოკიდებულება მას ბევრი სხვა სიმღერის მიმართ ჰქონდა.
სიმღერა მიეძღვნა იოკო ონოს. მასში რამდენიმე სასიყვარულო ფრაზაა შეტანილი, ხოლო მისამღერი "All I want is you" ონოზე მიგვითითებს.
ალბომის ამერიკულ ასლებში სიმღერა მითითებული იყო, როგორც „I Dig A Pony“.
ჩაწერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ეს იყო ერთ-ერთი ალბომის იმ სიმღერებიდან, რომლებიც სტუდიის სახურავზე გამართული კონცერტისას ჩაიწერა. თავდაპირველად სიმღერა იწყება, მაგრამ რინგო სტარს რაღაც ეშლება და იგი აჩერებს სხვა წევრებს - ვინაიდან თავად მხოლოდ ერთი ჯოხით უკრავს. კრებულში Anthology 3 შეტანილია ისეთი ვერსია, რომელშიც მაკ-კარტნი მღერის პირველ და ბოლო სტრიქონებს. საბოლოოდ გამოსაცემი ალბომიდან ეს ვერსია ამოჭრა ფილ სპექტორმა, ალბომის პროდიუსერმა.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Sheff, David (2000). All We Are Saying. New York: St. Martin's Press, გვ. 205. ISBN 0-312-25464-4.
|